განათლება

პრემიერი: რამდენიმე წელიწადში მივიღებთ მთლიანად განათლებულ თაობას

გასულ წელს ჩვენ შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც კონკურსის გზით აფინანსებს ახალგაზრდა კადრების საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას. შარშან ცენტრმა 87 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი, 115 სტუდენტისთვის ვგეგმავთ სტიპენდიის გაცემას. ამ პროგრამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ინტეგრირებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, თუმცა, მეორე მხრივ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მომხდარიყო განათლებული ახალგაზრდების უცხოეთში დარჩენა, ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი რამ, ხელშეკრულებაში ჩავუდეთ სტუდენტებს, რომ ისინი იქნებიან ვალდებულნი, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში. ამავე დროს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ახალგაზრდებს მისცეს მათი ცოდნის და კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური. ჩვენ უკვე წელს ველოდებით სტუდენტების პირველ ნაკადს. რამდენიმე წელიწადში კი, მიმაჩნია, რომ ჩვენ მივიღებთ მთლიანად განათლებულ თაობას.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დოქტორანტებს ხვდება.

კომენტარები