ზურაბ ჟვანიას საქმე

ადეიშვილი: საზოგადოება ჟვანიას საქმეში განსხვავებულ დასკვნას არ უნდა ელოდოს

ზურაბ ჟვანიას საქმეში ზუსტად არის აღწერილი ის, რაც მოხდა, განსხვავებულ დასკვნას არ უნდა ველოდოთ - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ადეიშვილის თქმით, ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული ინფორმაციაც, რომელიც დელიკატურობიდან გამომდინარე გამოძიების მასალებში ასახული არ არის. მისი თქმით, ამ ინფორმაციას საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

"რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას საქმეს, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ზუსტად ის, რაც მოხდა ძალიან სწორად არის აღწერილი. შესაბამისად, განსხვავებულ დასკვნას არ უნდა ველოდოთ. ამავე დროს შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ იყო გარკვეული ინფორმაციებიც, რომელსაც საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა და რომელიც დელიკატურობიდან გამომდინარე გამოძიების მასალებში არ არის ასახული. თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრები საქმის კურსში იყვნენ. ცალსახაა, რომ ის რაც მოხდა იქ, ნამდვილად არის საქმეში", - განაცხადა ადეიშვილმა

კომენტარები