ციხის კადრები

ადეიშვილი ციხის კადრებზე: ასეთი რამის დაუსჯელად დატოვება ძალიან ცუდი იყო

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურ მანიპულაციას უწოდებს. 

ამის შესახებ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა. 

ადეიშვილის თქმით, ციხის კადრები, რაზეც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეცდომაა. მან ასევე დაამატა, რომ სწორედ ამ კადრებით გახდა ნათელი ის, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემები იყო.

"ასეთი რამის დაუსჯელად დატოვება, ძალიან ცუდი იყო. ასეთი ფაქტები ყველა დახურულ სისტემას ახასიათებს, თუმცა მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ეფექტური მექანიზმები ვერ შევქმენით. ამიტომაც შეიქმნა ასეთი სისტემური პრობლემა," - განცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

ადეიშვილის თქმით, საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არც ერთ მათგანს სათანადო სასჯელი არ შეფარდებია.

"საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი, რა დონის სისტემურ პრობლემასთან გვქონდა საქმე და აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური მანიპულაციის ერთ-ერთი იარაღი", - განაცხადა ადეიშვილმა.

 

 

კომენტარები