რეალურად ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ერთი სერიოზული პროცესი, რასაც ჰქვია ოლიგარქის მიერ ხელისუფლების გადაფორმება და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებული იყო, გადამწყვეტი ზომები მიეღო. მითუმეტეს, კონსტიტუციურ წყობილებას როდესაც ემუქრება საფრთხე, სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს, მიიღოს ზომები და გაატაროს ყველა ის ნაბიჯი, რაც აუცილებელია დემოკრატიული წყობილების შესანარჩუნებლად. ძალის არალეგიტიმური გამოყენება არ მომხდარა, იმიტომ, რომ საფუძველი ნამდვილად იყო. როდესაც საფრთხე ემუქრება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ბუნებრივია, სახელმწიფო პირიქით, ვალდებულია იმოქმედოს. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ძალის გამოყენება გადაჭარბებული, რიგ შემთხვევაში იყო. ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით მაშინაც და შემდეგაც იყო რეაგირება.
2007 წლის 7 ნოემბერი
ადეიშვილი: თუ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, ქვეყანა ვალდებულია, ზომები მიიღოს





