2007 წლის 7 ნოემბერი

პრეზიდენტი: 7 ნოემბერი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თარიღია

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თარიღიდან რვა წელი შესრულდა. 2007 წლის 7 ნოემბერს ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებით, ცრელმსადენი აირით, მედიის თავისუფლების შელახვით, ტელეკომპანია "იმედის" დარბევით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფით დაუპირისპირდა და უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენა ახალგაზრდა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები. ქართული საზოგადოების რეაქცია მყისიერი და მკვეთრი იყო. ჩვენ, ყველამ ერთად უარყოფის განაჩენი გამოვუტანეთ ხელისუფლების ქცევას. ამ სულისკვეთებით დავუპირისპირდით 2012 წელს "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ავტორიტარულ მმართველობას. ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილის მმართველობის სტილი ჩვენთვის იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მართო ქვეყანა. რომ ქვეყანაში აღარსდროს იქნება ძალადობა, წამება, შანტაჟის პოლიტიკით მართვა, აღარასდროს შეიზღუდება მედია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღარასდროს გახდება სასამართლო ხელისუფლების მსახური, აღარასდროს იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამას ვამბობდით და ვიმეორებთ იმიტომ, რომ გვჯერა დემოკრატიული ღირებულებების, საკუთარ თავზე გადავიტანეთ უსამართლობა და მომსწრენი და მონაწილე ვართ იმისა, როგორ შეაქცია ქართველმა ხალხმა ზურგი მოძალადეებს. მე კვლავ ამ ფასეულობათა, ამ გადაწყვეტილების ერთგული ვარ. მწამს, რომ ამ ფასეულობებს იზიარებს ქართული საზოგადოება. ჩვენ სწორედ ასეთ - დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოს ავაშენებთ

 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე

კომენტარები