ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ქუცნაშვილი ნაფიც მსაჯულებზე: ხაბაზს, მძღოლს გაურთულდება გადაწყვეტილების მიღება

ხალხის მონაწილეობა მართლმსაჯულებაში არის ნაფიცი მსაჯულების ჩართვის მიზანი. შესაბამისად, ისმის შეკითხვა, ვინ სჯობია, რომ მონაწილეობა მიიღოს - პროფესიონალმა მომზადებულმა ადამიანმა თუ მოქალაქეებმა. მოგეხსენებათ, რომ ეკრძალებათ იურისტებს და ფსიქოლოგებს ნაფიც მსაჯულად მუშაობა. შესაბამისად, როცა ისინი არ არიან ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში და არის მძღოლი, ხაბაზი, მეპურე, მლესავი და მღებავი - რა თქმა უნდა, ესენი საპატიო პროფესიებია, მაგრამ ერთის მხრივ, ადამიანის ემოციური დატვირთვა და მეორეს მხრივ, სათანადო უნარების არქონა ართულებს გადაწყვეტილების მიღებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე.

კომენტარები