რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

რუსეთის საგარეო: საქართველოს კურსი ევროინტეგრაციისკენ, ურთიერთობებს ხელს უშლის

mid.ru

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ხელს უშლის თბილისის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს კურსი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში უწყების საქმიანობის შედეგების შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციის შემაკავებელი ფაქტორია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა. ასევე ის, რომ თბილისს არ სურს, უარი თქვას ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსზე სოხუმსა და ცხინვალთან მიმართებით.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მოსკოვი შეეცდება თანამშრომლობის გაფართოებას თბილისთან იმ სფეროებში, რომლებშიც ეს რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ჰუმანიტარული და საქმიანი კონტაქტების კუთხით.  

ოფიციალური მოსკოვი ასევე აღნიშნავს, რომ კვლავაც გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას.

კომენტარები