როგორი იყო ანატომია. ივანიშვილის პირველი განცხადებები ყველას ახსოვს, რომ ყველაფერი კარგად არის, ლარი კარგად იქცევა, ხალხის ბრალია თურმე, რომ არასწორად აბანდებენ ფულს და უნდა იქირაოთ ხალხიო, ასეთი ცინიკური განცხადებები... მაშინ არავის არაფერს აბრალებდა, ყველაფერი იყო კარგად. ლარი ჯანმრთელად იყო. მერე შემოვიდა, რომ საგარეო ფაქტორების ბრალია ყველაფერი და მერე, როგორც სჩანს და რამდენადაც მე ვიცი კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თათბირიც ქონდათ ამ თემაზე და იქ, მოითათბირეს და თქვეს, რომ ხალხი გაბრაზებულია და საგარეო ფაქტორებზე ბრაზს ვერ გადაიტან, შეუძლებელია, რომ ლანძღავდნენ საგარეო ფაქტორებს, რომ „ოხ აი ამ საგარეო ფაქტორებს რა ვუთხარი თორემ" - ასე ხომ ვერ იქნება არა. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ვიღაცას უნდა დააბრალონ. და აი აქ ყავთ „იდეალური" - ივანიშვილის და ოცნების გადმოსახედიდან, კანდიდატი - ქადაგიძე, რომელიც წინა ხელისუფლებამ დანიშნა, არის ეროვნულ ბანკში და აი ახლა უნდა დავაბრალოთ ეროვნულ ბანკსა და ბანკებს ეს ყველაფერი. ეს მარტივი ამბავია და ამ როლში არიან ბოლომდე შესულები და ამ როლში შესვლისას, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად კატასტროფულ და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკური დევნის დადასტურების, რომ მე გადავწყვიტე არ დამეჭირაო, ამას გარდა, ეროვნული ბანკის ინსტიტუტს ხომ ანგრევენ ქვეყნის შიგნით და ახლა სავალუტო ფონდიც გარია ამ შარში, ამ კაცმა, ამ საოცარმა ადამიანმა ივანიშვილმა. რომ თურმე სავალუტო ფონდს უთხოვია, არ დაიჭიროთ, ვიცით რომ დასაჭერიაო. ეს იცით როგორი სკანდალია? გარდა სირცხვილისა ქვეყნისთვის, პრაქტიკული ეკონომიკური გამოვლინება აქვს ამ ყველაფერს, თორემ ყველა ინვესტორი, ქვეყნის შიგნითაც და გარეთ განსაკუთრებით, უყურებს ამ ყველაფერს. თუ ხედავს, რომ ეროვნულ ბანკს ანგრევენ და იმ ქვეყნების რიგში ვდგებით, ვინც ბანკებს ესხმის თავს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გამო და სავალუტო ფონდს ესხმის თავს, აქ ახლა ამ შარში აღარ უნდა გაეხვიო. და სხვათაშორის, სავალუტო ფონდთან ურთიერთობა თუ კიდევ უფრო გაგვირთულდა, ამ კრიზისის ფონზე, სავალუტო ფონდთან ურთიერთობის შეწყვეტა პირდაპირ ურტყამს სხვა დიდ პროექტებს, მსოფლიო ბანკის, EBRD-ის, კერძო ინვესტორებს. ისინი უყურებენ პირდაპირ სავალუტო ფონდს, ანუ პირდაპირ აისახება ჩვენი მოქლაქეების კეთილდღეობასა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე
tbl.ge/6to
დაკოპირდა

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას
ამავე თემაზე
- არ წარმოადგენენ ჩვენს მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - სებ დასანქცირებულ კომპანიებზე
- სებ: 60+ ადამიანების თაღლითობისგან დასაცავად სპეციალური ზომები დაინერგება
- თურნავა: ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება
- სებ-სა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – სებ
- რა ხდება "ღია ბანკინგზე" – თენგო კირთაძის კომენტარი




