ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში, სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლო მცდელობა, გადაიფაროს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი - ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ირგვლივ არსებული დებატები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რეალური შემოსავალი. დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ, დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ინვესტიციების, ტურიზმის, ექსპორტის წახალისების და კონკრეტული პრობლემების მოგვარების ირგვლივ, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც დადებითად უნდა აისახოს ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. ამის ნაცვლად, კვლავაც გრძელება დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.
tbl.ge/oh0
დაკოპირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს უპასუხა.
ამავე თემაზე
- თუ შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა, განვიხილავთ - სებ-ი იმედის "ბანკზე"
- 2022-23 წლებში სებ-ის 8 თანამშრომელზე გაცემული პრემია დასაბუთებული არ იყო – აუდიტი
- ყაველაშვილმა პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა
- Global Finance თურნავას ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით აფასებს
- საქართველოსა და კამბოჯის ეროვნული ბანკები დედოლარიზაციის პროცესზე იმუშავებენ




