საქართველოს მოქალაქეობა

ბერძენიშვილი: ოდესის გუბერნატორობა ქვეყნის წინაშე დამსახურებად ვერ ჩაითვლება

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არის უკიდურესად უკმაყოფილო. მე არ ველოდები, რომ ის მიანიჭებს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას - ქვეყნის წინაშე განსაკუთრებულ დამსახურებად ვერ ჩაითვლება ოდესის გუბერნატორობა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისგან, ამიტომ ის აღარ იქნება საქართველოს მოქალაქე ძალიან მაღალი ალბათობით. მან გააკეთა ეს არჩევანი, როდესაც მან მშვენივრად იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ორმაგ მოქალაქეობას გარდა იმ შემთხვევისა, როცა პრეზიდენტი მიანიჭებს სხვა ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. მას არ ემუქრება ჩემი შთაბეჭდილებით ის, რომ მარგველაშვილი დააპირებს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას და შეუფასებს ოდესის გუბერნატორობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებულ დამსახურებად. 

განაცხადა რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. მანვე, უკვე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა.

კომენტარები