საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილების პროექტი გააკრიტიკა და მისზე ვეტოს დადება არ გამორიცხა.
„არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა გაკეთდეს ეს, გარდა იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანას აქვს ასეთი სისტემა. იმედია, პარლამენტი არ მიიღებს ისეთ კანონს, რომელზეც ვეტოს დადება პრეზიდენტს მოუწევს", - განაცხადა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე.
ახალი კანოპროექტი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს.





