სახალხო დამცველის ანგარიში

პრეზიდენტი: უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტები სახელმწიფოებრივად საშიშია

შემაშფოთებელი იყო და არის აგრესია განსხვავებულთა მიმართ, იქნება ეს აგრესია განსხვავებული სქესის წარმომადგენლის მიმართ, განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლის მიმართ ან განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ადამიანების მიმართ. მსგავსი ფაქტები სახელმწიფოებრივად ძალიან საშიშია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის. არა მარტო ადამიანის უფლებათა დაცვის ლოგიკიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოების, ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის მდგრადობის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი შემთხვევები ძალიან სერიოზულად უნდა იქნას განხილული

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.

კომენტარები