კრიმინალი

გომელაური: ჯერ ვერავინ ვერ იტყვის, ვინ დაჭრა ხანგოშვილი

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჯერ ვერავინ ვერ იტყვის, ზელიმხან ხანგოშვილი რუსულმა სპეცსამსახურებმა დაჭრეს, სხვებმა, თუ საქართველოს მოქალაქემ. გომელაური ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებული პირის ზელმხან ხარგოშვილის დაჭრაზე ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"ოჯახის განცხადება გასაგებია, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს და ვერავინ იტყვის, ეს რუსულმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს, სხვა ქვეყნის, თუ ჩვენმა მოქალაქემ. გამოძიება მიმდინარეობს და ეს ცნობილი გახდება, როგორც კი დავადგენთ", - აღნიშნა გომელაურმა. 

კითხვაზე, რამდენად გამორიცხავს, რომ ხანგოშვილის დაჭრა რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს, შს მინისტრმა თქვა, რომ "გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავს".

ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილი გუშინ ოთხი ტყვიით დაჭრეს. ოჯახი რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. თავდასხმის ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების მასალას სამართალდამცველები უკვე სწავლობენ. ისინი თავდამსხმელის იდენტიფიცირებას ცდილობენ.

კომენტარები