საქართველოს ეროვნული ნაკრები

ცხადაძემ უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებებთან სათამაშოდ 24 ფეხბურთელი გამოიძახა

https://www.facebook.com/GeorgianFFofficial

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში უკრაინის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება, 13-ში, ვარშავაში კი - პოლონეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს.

ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ნაკრებში გამოძახებული 24 ფეხბურთელი დაასახელა:

მეკარეები: გიორგი ლორია - ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი - ტოსნო (რუსეთი), როინ კვასხვაძე - ოთელოსი (კვიპროსი)


მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი - ინტერი (აზერბაიჯანი), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია - რუბინი (რუსეთი), უჩა ლობჟანიძე - ომონია (კვიპროსი), კახა ალადაშვილი - სკა ენერგია (რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი - ტოსნო (რუსეთი), ლაშა დვალი - ქასიმფაშა (თურქეთი), ლაშა სალუქვაძე - ინტერი (აზერბაიჯანი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი - კარპატი (უკრაინა), კახა მახარაძე - ფახთაქორი (უზბეკეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი (რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე - ვოლინი (უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი - ვიტესი (ჰოლანდია), გოგიტა გოგუა - სკა ენერგია (რუსეთი), ლევან ყენია - სლავია (ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი - გენკი (ბელგია), ჯაბა კანკავა - დნიპრო (უკრაინა)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე - ემპოლი (იტალია), მათე ვაწაძე - ორჰუსი (დანია), გიორგი ჭანტურია - კლუჟი (რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე - ინტერი (აზერბაიჯანი)

კომენტარები