პარლამენტოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად კი, გელა სამხარაული წარადგინა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, გადაწყვეტილება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფრაქცია ქართული ოცნება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მხარს ზვიად კვაჭანტირაძეს უჭერდა, საბოლოო გადაწყვეტილება კომპრომისულია.
საპარლამენტო უმცირესობაში კი მიიჩნევენ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებიან კომიტეტის თავმჯდომარეები.
ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავენ კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე.





