ბაჩო ახალაია

ახალაია: ყველა პოლიტდევნილს უნდა მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შეფასებით, ვითარების დეესკალაციისთვის მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებისა და პოლიტიკაში საქმიანობის უფლება უნდა მიეცეს. ამასთან, როგორც ახალაიამ ე.წ. ჯაშუშების საქმეზე მიმდინარე პროცესზე თქვა, უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. განცხადების გაკეთების შემდეგ, ახალაიამ მოსამართლისგან ნებართვა აიღო და სასამართლო დარბაზი დატოვა. 

"ახლა უაზრო ბოღმით განპირობებული დაძაბულობის დეესკალაციაა მნიშვნელოვანი. ყველა ქართველ პოლიტიკოსს, რომელიც ძალით არის განდევნილი ქვეყნიდან და, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ სააკაშვილსა და სხვებს, მიეცეთ ქვეყანაში დაბრუნების უფლება, რომ პოლიტიკური პროცესები, დაახლოებით, რაღაც სახით მაინც ჩაჯდეს ნორმალურ ჩარჩოებში. ყველა პოლიტიკური ნიშნით დატოვებული პატიმარი აუცილებლად უნდა გაუშვან. ადამიანებს, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით, თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ამ ქვეყნას, გაურკვეველი მიზეზით ციხეებში აყურყუტებენ, ცხოველებივით ჰყავთ დამონებული. ყველა ეს ადამიანი უნდა გაათავისუფლონ. ყველა ჩვენს სამხედროს, რომელიც განდევნილია, უნდა მისცენ დაბრუნებისა და შეიარაღებულ ძალებში მუშაობის უფლების საშუალება. უნდა მოახდინონ სრული დეესკალაცია აი, ამ მძაფრი პრობლემების ფონზე შექმნილი ვითარების", - თქვა ყოფილმა მინისტრმა.

კომენტარები