ბაჩო ახალაია

"პოლიტიკოსობა ჩემი საქმე არაა" – ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

ბაჩო ახალაია
კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა. 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას აპირებს მომავალში, ახალაია პასუხობს, რომ "პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე".

ბაჩო ახალაია 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2014 წლის ოქტიმბერში თავდაცვის ყოფილ მინისტრს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ახალაია დამნაშავედ ცნო პატიმრების წამების ეპიზოდში. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოძიების მტკიცებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის ციხეში შეღავათიანი პირობების შექმნას გულისხმობს. ბაჩო ახალაია გამართლდა 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბაჩანა ახალაია 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 2009 წლის 28 აგვისტოდან მას ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, 2008-2009 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2005-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. 

კომენტარები