საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

google.ge

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 26 მაისს Google-მა საწყის გვერდზე ფოიერვერკებიანი ბანერი - Doodle განათავსა, რომელსაც მომხმარებლები საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ საძიებო გვერდზე გადაჰყავს. 

Google-ი დღესასწაულებსა და სხვა სახის მნიშვნელოვან თარიღებს მომხმარებლებს სპეციალურად შექმნილი Doodle-ებით ულოცავს. საიტმა დაარსების დღიდან Doodle-ით ორ ათასზე მეტი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნა.

საიტისთვის ახალი Doodle-ის იდეისა და დიზაინის მიწოდება ნებისმიერ მომხმარებელს სპეციალური პლატფორმით შეუძლია. 

კომენტარები