მკვლელობა

სამართალდამცველებმა ნუცუბიძეზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ნუცუბიძის მე-3 პლატოზე დღეს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი როინ ქ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ბეგლარ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - იუწყება შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები