კრიზისი უკრაინაში

ტყვე რუსი სამხედროები მოსკოვის ოფიციალურ ვერსიას უარყოფენ

facebook.com/dostali.hvatit?fref=photo

დაკავებული რუსი სამხედროები კიევის ჰოსპიტალში ეუთოს წარმომადგენლებმა მოინახულეს. ორივე დაკავებულმა დამკვირვებლებს დაუდასტურა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ და უკრაინის ტერიტორიაზე სადაზვერვო მისიით იმყოფებოდნენ. ინტერვიუ ორივე რუს სამხედროსთან რუსულმა ნოვაია გაზეტამ ჩაწერა. სპეცრაზმელებმა უარყვეს ოფიციალური მოსკოვის მტკიცება, თითქოს ისინი ჯარიდან წამოვიდნენ და უკრაინაში მოხალისეებად იბრძოდნენ. ГРУ-ს ორი სპეცრაზმელი უკრაინელმა სამხედროებმა 17 მაისს დააკავეს.

"მე ვარ ალექსანდროვი ალექსანდრ ანატოლის ძე, დაბადებული 1987 წელს იუჟნო სახალინსკში. ამჟამად ჩაწერილი ვარ კიროვის ოლქში, იქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები. ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. ყოველ შემთხვევაში, ვიყავი. მე თვითონ ჯარიდან არ წავსულვარ და პატაკი არ დამიწერია", - ამბობს ГРУ-ს სერჟანტი ალექსანდრ ალექსანდროვი.

"ინტერნეტიდან ამბები მოგვდის, რომ ჩვენზე უარი თქვეს, რომ თითქოს ახალი წლის შემდეგ ჯარიდან გათავისუფლებულები ვართ. თითქოს აქ ჩვენი სურვილით  ჩამოვედით. მაგრამ მე სამსახურიდან არ წამოვსულვარ. უბრალოდ აქ საინფორმაციო ვაკუუმია, საელჩოდან არავინ მოდის, არავინ გვხვდება, არ გველაპარაკებიან. არ მინახავს ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მოქალაქე ვარ", - განაცხადა ГРУ-ს კაპიტანმა ევგენი ეროფეევმა.

კომენტარები