ტენდენცია, როგორც ჩანს, არის გამყარებისკენ... ყველაზე მთავარი ფაქტორი არის იმპორტის შემცირება. ლარის დევალვაცია ფაქტობრივად ნიშნავს იმპორტის გაძვირებას. ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებს არ აქვთ უკვე ის რესურსები, რომ გაძვირებული იმპორტი შემოიტანონ, ანუ ეკონომიკა შეიკუმშა, მაღაზიებში ვაჭრობა არ არის... ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის და ეკონომიკის მსყიდველუნარიანობა შემცირდა...მეორე სეზონური ფაქტორია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტურისტები შემოდიან... ზამთარში მეტი ვალუტა გადიოს, ძირითადად ენერგეტიკის გამო - გამოვრთეთ სახლებში გათბობა, ზაფხულში ძალიან მცირე რაოდენობის გაზი მოიხმარება ზამთართან შედარებით. მესამე ფაქტორი... ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშებზე დღეს არის 217 მილიონიო ლარით მეტი, ვიდრე ოთხი თვის წინ. ანუ ფინანსთა სამინისტრო და საგადასახადო სამსახურები იღებენ შემოსავლებს ლარებში და არ ხარჯავენ. კარგია ეს თუ ცუდი? კარგია ამ მომენტში ლარის კურსის შენარჩუნების თვალსაზრისით. მაგრამ ცუდია იმიტომ, რომ ეს ფული როდესმე უნდა დაიხარჯოს...
tbl.ge/nwr
დაკოპირდა

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ლარის გამყარების მიზეზების შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან 3.12 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.89 თეთრით - 4 მარტის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან 1.63 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 0.25 თეთრით - 2 მარტის ვაჭრობის შედეგები
- ლარი ევროსთან კიდევ 2.45 თეთრით გაუფასურდა, ოფიციალური კურსი 3.2155 ლარია
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 29 აპრილის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 23 აპრილის ვაჭრობის შედეგები




