კარასინის დანიშვნა

პუტინმა კარასინს ცხინვალთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება ჩააბარა

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, სამხრეთ ოსეთთან ე. წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში, პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

დოკუმენტის რატიფიცირების საკითხს რუსეთის ფედერაციის საბჭო განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ იმავდროულად გრიგორი კარასინი საქართველოსთან ე. წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია.

კომენტარები