NDI-ს კვლევა

ზაქარეიშვილი: სოციოლოგიური კვლევა საზოგადოების სარკე არ არის

როცა ექიმთან მიდიხარ და ანალიზები შეიძლება იყოს შემაშფოთებელი, შენ იმით არ კმაყოფილდები, მიდიხარ და მეორედ, მესამედ აკეთებ ანალიზს. ეს არის გარკვეული სიგნალი. თქვენ რომ ახლა სოციოლოგიური ნორმალური გამოკითხვა ჩაატაროთ და დასვათ კითხვა - რა განსხვავებაა ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და ევრაზიას შორის, უმრავლეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გეტყვით. ამ სიტყვებში სამივეგან არის - ევროპა, ვინაიდან ევრაზიაშიც პირველი არის ევროპა. ღრმად ვარ დარწმუნებული და თვითონ მკვლევრებმაც თქვეს, რომ გამოკითხულებში დაბნეულობას იწვევდაო.... სოცოლოგიური კვლევა საზოგადოების სარკე არ არის. სოციოლოგიური კვლევა თვითონ საზოგადოების ნაწილია და არა საზოგადოების ფოტოსურათი, ამიტომ მას ანალიზი სჭირდება და არა ემოციური დამოკიდებულება.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში NDI-ს კვლევის შესახებ, რომლის თანახმად გამოკითხულთა 31% მხარს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს.

კომენტარები