საქართველო-რუსეთი

ზაქარეიშვილი: ფრთხილი განცხადებები რუსეთის სასარგებლო განცხადებებს არ ნიშნავს

ჩემი ფრთხილი განცხადებები სულაც არ ნიშნავს რუსეთის სასარგებლო განცხადებებს. ჩემი განცხადებები, როგორც წესი, მიმართულია იმ სტრატეგიის მიმართულებით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა დასავლეთი, NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაა და ეს უნდა ხდებოდეს რუსეთთან კონფრონტაციის მინიმიზაციით. ეს არის ევროპისკენ სწრაფვის ნაწილი... ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება როგორც რაღაც თვითკმარი ფენომენი, ეს არის იმის ნაწილი, რომ ამ კონფრონტაციამ ხელი არ შეგვიშალოს დასავლეთისკენ სვლაში, რასაც ჩვენ გვიწონებენ დასავლეთში - რომ ჩვენ ძალიან გონივრულად ვიქცევით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ფრთხილი პოლიტიკით მეტად სწრაფად ვიმოძრაოთ დასავლეთისკენ.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში რუსეთთან ურთიერთობის „დალაგების“ შესახებ.

კომენტარები