თეორემა

NDI-ის პოლიტიკური რეიტინგები

ამ კვირის განმავლობაში NDI-ის კვლევები ჩვენ ქვეყანაში განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო - ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პოლიტიკური რეიტინგები გამოაქვეყნა. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს 45% არც ერთ პარტიას მხარს არ დაუჭერდა ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულთა 24%, რომელიც არჩევნებზე მისვლას აპირებს, მხარს ქართულ ოცნებას დაუჭერდა, 16% კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. თავისუფალი დემოკრატებს გამოკითხულთა 5% ემხრობა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს კი 4%.

NDI-ის მონაცემებით, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 21%-ის შეხედულებებთან ახლოს პარტია ქართული ოცნება დგას, ხოლო 13%-ის შეხედულებებთან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

სწორედ NDI-ის კვლევის შედეგებზე ვსაუბრობთ თეორემას სტუმრებთან ერთად და ასევე გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში NDI-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ლორა თორნტონთან.

კომენტარები