საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

კარასინი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრას არ გამორიცხავს

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრას არ გამორიცხავს. კარასინი RIA Novosti-სთან საუბარში ამბობს, რომ ამის პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, თუმცა, იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო. მან აღნიშნა ისიც, რომ მოუმზადებელ შეხვედრებს ყოველთვის მნიშვნელოვანი შედეგები არ მოაქვს.

საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რუსეთთან უთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე კი ამბობს, რომ ამ დრომდე გამართულ არცერთ კონსულტაციაზე მსგავს შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მომდევნო რაუნდი კი, RIA Novosti-სვე ინფორმაციით, ივნისის შუა რიცხვებში არის დაგეგმილი. საუბარია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოებაზეც - შესაძლოა, შეხვედრებს ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტიც დაესწროს.

კომენტარები