ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, პატრიარქ ილია მეორის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია. ის გამოკითხულთა 87%-ს მოსწონს, 2%-ს კი არ მოსწონს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, მოწონების მაჩვენებელი 4 პუნქტით ნაკლებია - მაშინ ილია მეორე 91%-ს მოსწონდა.
2014 წლის აპრილის კვლევაში კი პატრიარქი 96%-ს მოსწონდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





