NDI-ის კვლევა

NDI: 59% ფიქრობს, რომ ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. კვლევაში მონაწილეთა 14% მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის და რაც ივანიშვილმა ოფიციალური თანამდებობა დატოვა, ის აღარ ერევა ხელისუფლების საქმიანობაში. 21%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 

ამასთან, გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ სასურველია, ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 30%-ის აზრით, სასურველია, ბიძინა ივანიშვილი იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ივანიშვილი სასურველია იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. გამოკითხულთა 20%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.

კომენტარები