NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ, კრიმინალი გაიზარდა

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, კვლევაში მონაწილეთა 48%-ის აზრით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში კრიმინალი გაიზარდა. გამოკითხულთა 37%-ის აზრით, ამ კუთხით, ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა. ხოლო 6%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალი შემცირდა.

ამასთან, NDI-ის გამოკითხულთა 5%-სთვის კრიმინალი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.

კომენტარები