ტერორიზმი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ლიბიაში დაბომბილ გემზე საქართველოს 6 მოქალაქეა

ლიბია
Reuters

თურქულ სატვირთო გემზე, რომელიც ლიბიის სანაპიროსთან დაიბომბა, საქართველოს ექვსი მოქალაქეც იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. თავდასხმა საპორტო ქალაქ ტობრუკთან მოხდა. 

"ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე 6 მეზღვაური იმყოფება გემზე, რომელიც დაიბომბა ლიბიის წყლებში და დაშავდა რამოდენიმე მეზღვაური, მათ შორის გარდაცვლილია თურქი ეროვნების კაპიტნის მესამე თანაშემწე. სააგენტო ცდილობს სიტუაციის გარკვევას და მეზღვაურთა გამოყვანას შექმნილი მდგომარეობიდან. მოვლენათა განვითარების შესახებ გაცნობებთ", - წერია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები