NDI-ის კვლევა

NDI: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ უარესად ცხოვრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, უარესად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აგვისტოში ასე გამოკითხულთა 15% ფიქრობდა, ხოლო 2013 წლის ნოემბერში - 10%-ზე ნაკლები.

ასევე, კითხვაზე, "2012 წლის არჩევნების შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ...", გამოკითხულთა 55% აცხადებს, რომ "იგივე მდგომარეობაში". ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია NDI-ის მიერ 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებში. კერძოდ, 2014 წლის აგვისტოში გამოკითხულთა 70%-ზე მეტი აცხადებდა, რომ იმავენაირად ცხოვრობს. 2013 წლის მარტში კი, ეს მაჩვენებელი 80%-ზე მეტი იყო.

ამავე კითხვაზე, კვლევაში მონაწილეთა 11% პასუხობს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით უკეთესად ცხოვრობს. 

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები