NDI-ის კვლევა

NDI: უმცირესობების უფლებები და მედიის თავისუფლება ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები უმცირესობის უფლებები (0%), მედიის თავისუფლება (0%) და ციხეებია (0%).

ასევე ნაკლებად მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიაჩნიათ კორუფცია (2%), საკუთრების უფლება (2%), ევროკავშირში გაწევრიანება (2%), სიტყვის თავისუფლება (3%), სასამართლო სისტემა (3%), სამართლიანი არჩევნები (4%), კრიმინალი (5%), NATO-ში გაწევრიანება (5%) და ადამიანის უფლებები (9%).

კვლევაში მონაწილეებს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე მიაჩნიათ.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები