ლარის გაუფასურება

პრემიერი ლარზე: არ ვაპირებ, ენმ-ის დემაგოგიაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო

რაც შეხება ლართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მე გეტყვით, რომ თქვენ ცრუობთ, ბატონო გოკა. თქვენ ცდილობთ, მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეიყვანოთ შეცდომაში. საქართველო არ არის გამონაკლისი რეგიონში, მაგრამ ჩვენ ვიყავით გამონაკლისი ჩვენი მთავრობის პირობებში ეკონომიკური ზრდის მონაცემების მიხედვით. გასულ წელს, როცა გვქონდა 4.8% ეკონომიკური ზრდა. ასეთი მონაცემის მიხედვით, ჩვენ მართლაც ვიყავით პირველ ადგილზე რეგიონში. ლარის საკითხი არის მართლაც პრობლემატური, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, გვესმის, ეს მართლაც არის განპირობებული საგარეო ფაქტორებით, იმ შოკებით, რომლებიც, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარზეც. ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა, რომელიც მიერთებულია მსოფლიო ეკონომიკაზე და ბუნებრივია, ჩვენს ეოვნულ ვალუტაზე ექნებოდა ნეგატიური გავლენა იმ კრისიზებს, რომლებიც მიმდინარეობს უკრაინაში, რუსეთში... სრული სიცრუეა, რომ თურმე საქართველოს მთავრობის მუშაობის ბრალი ყოფილა ლარის გაუფასურება, როგორც თქვენ ამბობთ. ეს არის დემაგოგია და მე არ ვაპირებ, რომ თქვენს დემაგოგიაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო.

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე დეპუტატ გოკა გაბაშვილის კითხვაზე, "530 000 ოჯახს საქართველოში გაუძვირდა თუ არა საბანკო სესხი და შესაბამისად, აღმოჩნდა თუ არა ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში, ვიდრე იყო ადრე, სესხის გაძვირებამდე".

კომენტარები