სამთავრობო ცვლილებები

პრეზიდენტი: უნდა დავინახო, რომ მართლა უმრავლესობამ აირჩია ესა თუ ის მინისტრი

მე არცერთ მომენტში არ მითქვამს, რომ რომელიმე კანდიდატის მოწინააღმდეგე ვიყავი ან არ მომწონს. მაგრამ პრინციპული იყო, რომ ამ კანდიდატების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი. ნებისმიერ სხვა მომენტში, როცა ჩვენ დავინახავთ, რომ არ იქნება პოლიტიკური მდგრადობა, მე ხელს შევუწყობ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მივიდეს მშვიდ გადაწყვეტილებამდე. ვისაც აირჩევს უმრავლესობა, ის იქნება მინისტრად და ეს ლეგიტიმურია, მაგრამ მე უნდა დავინახო, რომ მართლა უმრავლესობამ აირჩია ეს მინისტრი... ახლა დანახვის პროცესში ვარ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერის ერთი კვირით გადადების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

კომენტარები