ფინეთი

ფინეთში მობილიზაცია გამოცხადდა - უწყებები 900 ათას რეზერვისტს გაეგზავნა

euobserver.com

ფინეთში რეზერვისტთა უპრეცედენტო მობილიზაცია გამოცხადდა. გაწვევის შესახებ უწყება 900 ათას ადამიანს გაეგზავნა. ქვეყნის სამხედრო უწყების ინფორმაციით, კამპანიის მიზანია რეზერვისტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება. მათთვის გაგზავნილი უწყებები შეიცავს ინფორმაციას ომის შემთხვევაში მათი მოქმედების შესახებ.

ბოლო წლების ეკონომიკური პრობლემებისა და სამხედრო ბიუჯეტის შემცირების გამო ფინეთში რეზერვისტების რამდენიმე საწვრთნელი ცენტრი დაიხურა, რეგულარული არმიის რიცხოვნობა კი 350 ათასიდან 240 ათასამდე შემცირდა. 

ფინეთი არ არის NATO-ს წევრი და ევროპის ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, დღემდე სამხედრო სავალდებულო სამსახურს ინარჩუნებს. გასულ კვირაში ფინეთის დედაქალაქის მახლობლად, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავი შენიშნეს.

კომენტარები