მიგრანტები

იტალიელმა და ფრანგმა მაშველებმა 6 ათასი მიგრანტი გადაარჩინეს

AFP

იტალიის სანაპირო დაცვამ ბოლო ორი დღის განმავლობაში კიდევ 6 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა. ისინი ევროპაში შეღწევას რეზინისა და ხის ნავებით ცდილობდნენ. 

ლიბიის სანაპიროსთან კი ზღვაში 10 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაციაში ფრანგი მაშველებიც მონაწილეობდნენ.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მიგრანტების მოზღვავებასთან დაკავშირებით ზომები დაამტკიცა, რომლებიც საზღვაო ოპერაციის გაფართოებას ითვალისწინებს. წლის დასაწყისიდან ზღვაში 1700-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. 

კომენტარები