კრიმინალი

შსს-მ პორნოგრაფიის უკანონოდ გავრცელებისთვის 40 პირი პასუხისგებაში მისცა

სამართალდამცველებმა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში 19 სხვადასხვა ვებგვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 40 პირი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს და ვითარებაში შემოსავლის მიღებისა და ვებსაიტების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც ვებსაიტებზე ატვირთეს, რითაც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტმომხმარებლებისათვის. მათ მიერ ინტერნეტში ატვირთული პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები შეუზღუდავად ვრცელდებოდა ბოლო პერიოდამდე. ამჟამად აღნიშნული საიტების ჰოსტინგები გათიშულია, ხოლო მომხმარებლები - დაბლოკილი. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებს შსს.

გამოძიება პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელების ან რეკლამირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები