ახალი მინისტრთა კაბინეტი

დანელია: მე ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მე ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

დანელია მთავრობის კანცელარიაში მივიდა, სადაც დღეს პრემიერმინისტრი მინისტრობის კანდიდატებს ხვდება. დანელიას თქმით მისი სამინისტრო კარგად მუშაობს და მას გადაყენების საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხებზე ვარ, ასეთი შეხვედრები ხშირად გვაქვს ხოლმე, არაფერი განსაკუთრებული. ნიკო გომელაურის ლექსივით, მე ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, ვფიქრობ რომ, სამინისტრო წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას, ამიტომ ამის მიზეზიც არ არსებობს, თუ სხვა კონფიგურაცია იქნება, მე გუნდში დავრჩები. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის. თუ იქნება ცვლილება, შეიძლება იყოს მხოლოდ გადაადგილების კუთხით ალბათ. მე არსად არ მივდივარ, არავინ არსად არ მიშვებს. ეს ბოლოს შეჯერებული პოზიციაა" - განაცხადა დანელიამ.

კომენტარები