ახალი მინისტრთა კაბინეტი

ხეჩიკაშვილი: ყველა პროფესიონალი სამსახურში დარჩება

primetimenews.ge

ყველა პროფესიონალი სამსახურში დარჩება - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.
ხეჩიკაშილი მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრს ხვდება.

„ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა, ჩემი მთავარი სურვილია დროულად დავიწყოთ საქმის კეთება. როცა საქმეს გავაკეთებთ და სათქმელიც მეტი გვექნება გპირდებით აუცილებლად მოგცემთ კომენტარს, დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ? ჩემთვის ამ თანამდებობაზე წარდგენა მთავრობის მხრიდან გამოცხადებული ძალიან დიდი ნდობაა, იმედია, ამ ნდობას პარლამენტისგანაც მივიღებთ და დავიწყებთ საქმის კეთებას, როცა საქმეს გავაკეთებთ პირობას გაძლევთ მეც და სამინისტროც მოგცემთ კომენტარს" - განაცხადა ხეჩიკაშილმა

ხეჩიკაშვილის თქმით მისთვის მთავარია ადამიანის პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი და მის სამინისტროში ასეთი ხალხი იმუშავებს.

„ყველა პროფესიონალი დარჩება. ჩემთვის მთავარი ნიშანია პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი. ყველა ამ პარამეტრების მიხედვით შეირჩევა, ის ხალხი ვინც ასეთია და ვიცი რომ ასეთი ბევრია აუცილებლად დარჩება სამსახურში" - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

პრემიერმინისტრს უკვე შეხვდნენ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

კომენტარები