საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობაზე სასაუბროდ ენმ-სთან შეხვედრას არ აპირებს. მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე მათთან საუბარი "უსაგნო" იქნება.
"ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა უსაგნოა. მე ნათლად ვთქვი, ეს არის უმრავლესობის ვალდებულება. უმრავლესობა და მთავრობა არიან კონსულტაციების სუბიექტები. მე ყოველთვის ღია ვარ პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრისათვის, იქნება ეს არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო, მაგრამ ეს თემა უსაგნო იქნება", - თქვა პრეზიდენტმა.
საპარლამენტო უმცირესობამ პრეზიდენტს შეხვედრასთან დაკავშირებით დღეს მიმართა, "რათა საზოგადოებამ და ქვეყანამ აღარ მიიღოს ხელისუფლება და მთავრობა, რომელმაც ის შეიყვანა კრიზისში და ამ ერთკვირიან ვადას რეალური ცვლილებები მოჰყვეს".





