სამთავრობო ცვლილებები

დარჩიაშვილი: პრეზიდენტი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ივანიშვილის სათამაშო არ გახდა

მიუხედავად ძალიან ბევრი წინააღმდეგობისა და საყვედურისა, რაც ჩვენგან შეიძლება, მარგველაშვილის მიმართ ითქვას, პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ამ გუნდში, ვინც ბიძინა ივანიშვილის სათამაშო არ გახდა. ცდილობს, როგორც შეუძლია, ზოგჯერ შეახსენოს ხოლმე თავის ოცნების თანამებრძოლებს, რომ კონსტიტუცია არის კონსტიტუცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი პრეზიდენტის ინსტიტუტია. 

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო.

კომენტარები