სამთავრობო ცვლილებები

აგულაშვილი: შექმნილ სიტუაციაში ჯობდა, მთავრობა უფრო სწრაფად შედგომოდა მუშაობას

შექმნილ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ყველას გვაწუხებს ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები - მოსახლეობას, მთავრობას, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას - და ეს პასუხისმგებლობა ჩვენზეა, რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ მთავრობას ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ სრული მასშტაბით უფრო სწრაფად შედგომოდა მუშაობას. მაგრამ პრეზიდენტი იყენებს ამ საკონსტიტუციო უფლებას და ესეც შეიძლება ითქვას, რომ მისი უფლებაა. 

განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატმა გიგლა აგულაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო.

კომენტარები