სამთავრობო ცვლილებები

მაჭავარიანი: ხანდახან პრეზიდენტი მაოცებს

ისევე, როგორც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პრეზიდენტიც ხვდება, რომ ეს ყველაფერი არის რაღაც გაუგებარი თამაში. ქვეყანაში არის სულ სხვა გამოწვევები, ეკონომიკა, უმუშევრობა, ლარის კურსი... რეებს აკეთებენ, რას ცვლიან, ვის ცვლიან. არც პროგრამა წარუდგენიათ, არც საქმის კურსში ჩაუყენებიათ არავინ და ასე უნდოდათ [ნდობის მიღება], თითქოს ეს რაღაც სათამაშოა, იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა სოლოლაკის მბრძანებელმა, რომ დღეს და ხვალ მიეღო გადაწყვეტილება. ხანდახან პრეზიდენტი მაოცებს და სასახლეში შესვლის მერე მეორე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ენმ-ის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო.

კომენტარები