სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრად პარლამენტის საგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა დაასახელა. როგორც ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "აგულაშვილს აქვს საპარლამენტო მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება".

"ბატონი გიგლა არის პროფესიით იურისტი. პარლამენტში მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას აქვს გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი არის კარგი მენეჯერი. ამ მიმართულებით ბატონ გიგლას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაუტარებია და ეს აისახებოდა მის საკანონმდებლო საქმიანობაშიც. მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გიგლას საქმიანობა მინისტრის თანამდებობაზე იქნება ნაყოფიერი და წარმატებული", - თქვა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა და პარლამენტს მოუწოდა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოუცხადოს ნდობა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

კომენტარები