9 მაისი

9 მაისს მოსკოვში ჩასვლაზე ჩრდილო კორეის ლიდერმა უარი თქვა

Xinhua News Agency/Rex

ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გადაწყვეტილება შეცვალა და მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება. ეს ცნობა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა. მისი თქმით, ჩრდილო კორეის ლიდერი შიდა საქმეებით არის დაკავებული.

პესკოვის თქმით, მოსკოვში გამარჯვების დღეს ჩავლენ გერმანიის კანცლერი, ასევე ჩეხეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის და კიდევ 26 ქვეყნის ლიდერები. დასავლეთის ქვეყნების ლიდერთა უმეტესობამ მოსკოვში მოწვევა არ მიიღო. თუმცა, არც ანგელა მერკელი, არც სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტები უშუალოდ აღლუმს არ დაესწრებიან. ასევე უარი თქვა აღლუმზე დასწრებაზე ბელარუსის პრეზიდენტმა.

კომენტარები