საქართველოს ეკონომიკა

ივანიშვილი: ტაბულასდა გასაოცრად, რეგიონში საუკეთესო ვართ და შეიძლება, ევროპაშიც

2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველაზე მზარდი რეგიონში და ყველაზე მზარდი მთელ ევროპაში. დღესაც ლიდერები ვართ თქვენდა გასაოცრად, ტაბულასდა გასაოცრად... დღესაც რომ გადასინჯოთ და ანალიზი გააკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და სასურველია უკეთესი ტემპები, რეგიონში საუკეთესო ვართ ისევ და შეიძლება, ევროპაშიც. ამის ანალიზიც გაკეთდება ექვსი თვის შემდეგ. მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჯიბეებზე იგრძნობდნენ და ჩვენთან ეკონომიკა იქნება აღმავალი და დღესაც ბევრი ვთქვი ამაზე, მხედველობაში მაქვს ერთი რამ. მქონდა მაშინაც და დღესაც - რომ ჩვენ შევქმნით ამისთვის პირობებს. ის, რაც ცნობილია მთელ მსოფლიოში, რის საფუძველზე შეიძლება ეკონომიკა განვითარდეს, აი, სწორედ ამ პირობებზე მეკამათეთ, რა არ შეიქმნა ჩემი პრემიერობის დროს და დღეს. ეს არის სასაუბრო და არა ის, რომ შეიძლება რეგიონში რაღაც მოხდეს, საქართველოს სუსტ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს და დააზიანოს.

განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტაბულას კითხვაზე, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებს ეხებოდა.

კომენტარები