მიხეილ სააკაშვილის განცხადება

სააკაშვილი: ოლიგარქის მმართველობა მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებით შეიცვლება

ქვეყნისთვის ამდენი წელი სიმწრით ვაგროვეთ ჩვენი საერთაშორისო რეპუტაცია, ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები, ჩვენი სახელი, ჩვენი ავტორიტეტი და რისთვის? იმისთვის, რომ ერთი ტლუ, გაუნათლებელი, ბნელი ოლიგარქი მოსულიყო და ეს ყველაფერი ქარს გაეტანებინა, რათა თავის პირადი ხუშტურები დაეკმაყოფილებინა. სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობსო. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა თავიც გავიტეხეთ და სახელიც. არ ვიცი, როგორ უნდა დავაბრუნოთ, მაგრამ ვფიქრობ, მოვახერხებთ დაბრუნებას. ოლიგარქის მართველობის შეცვლაა გამოსავალი და ოლიგარქის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების გზით. რიგგარეშე არჩევნების გზის შედეგად საქართველოში უნდა მოვიდეს, ჩემი აზრით, მთავრობა, რომელიც იქნება ფართო წარმომადგენლობითი, განახლებული, ახალი ენერგიით აღსავსე. ნაციონალური მოძრაობა მზად არის, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს. მოვუწოდებ ყველას - მათ შორის, ევროკომისარს, როცა შევხვდი, - რომ აუცილებლად მიიღონ გადაწყვეტილება ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლაზე. მიიღონ გადაწყვეტილება შემდგომ რაღაც ნაბიჯებზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება საქართველოში.

განუცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში.

კომენტარები