სავიზო რეგულაციები

ფოფხაძე: ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს წირავდნენ და ჩვენ რეგულაციებიც არ მივიღოთ?

მე არ მინდა, ჩემი სამშობლო იყოს გასასვლელი დერეფანი ყველასთვის. სტუმრის მიღება საქართველოს არასდროს არ ეშლებოდა და არც შეეშლება, მაგრამ ის რეგულაციები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება ჩვენი თანამედროვე და მომავალი საქართველოს წინაშე. ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება და ამ ვალდებულებას პირადად მე ვერ გავექცევი. ვისაც უნდა, ამ ვალდებულებაზე უარი თქვას და მანიპულაცია მოახდინოს რაღაცა ეკონომიკური მაჩვენებლებით, მას შეუძლია, ეს გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებ მე პირადად, სადამდეც ვიქნები პოლიტიკაში, რომ განსხვავებულმა აზრმა ვერ გაიმარჯვოს და ვერ დამკვიდრდეს საქართველოში... საქართველოს მომავლის წინაშე აქვს ვალდებულებები. ჩვენი წინაპრები ამისათვის სიცოცხლეს წირავდნენ და ჩვენ რეგულაციებიც არ გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლოს კარები არ იყოს ყველასთვის ღია იმისთვის, რომ გადაუარ-გადმოუარონ ამ ქვეყანას. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავიზო რეგულაციების თემაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები