კანონში ჩადებული რეგულაციები სავიზო საკითხებთან დაკავშირებით ეფუძნება ევროკავშირის ე.წ შენგენის სავიზო კოდექსს. რომელიც ასევე წინააღმდეგობაში არ მოდის 2011 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ვიზა ფასილიტაციის ხელშეკრულებასთან. ანალოგიური რამ მოქმედებს მოლდოვას შემთხვევაშიც, რომელმაც ჩვენზე ადრე დაიწყო, 2010 წელს ჯერ კიდევ, როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში... თქვენც შეგეძლოთ დაგეწყოთ ამაზე მუშაობა, მაგრამ თქვენ იდეოლოგიურად იყავით, რეალურად იყავით ევროპის მოწინააღმდეგე... მოლდოვამ ჩვენზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლა, ეს ყველამ კარგად იცის, ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით იმ უწყებების ხელმძღვანელებმა, რომლებმაც მიიღეს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, ჩვენ რეალურად მოგვიწია ორი წლის განმავლობაში, იმ რეფორმების გატარება, რაც თქვენი გასაკეთებელი იყო თავის დროზე.
tbl.ge/ntn
დაკოპირდა

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სავიზო რეგულაციებზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- ოცნება საქართველოს ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრებას გეგმავს
- 24 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ისევ არ შეუძლიათ
- პრემიერი: სავიზო რეგულაციების გამარტივება ხელს შეუწყობს ტურიზმის შემოდინებას
- 94 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა შეეძლებათ
- პარლამენტმა სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებში ცვლილებები დაამტკიცა