საქართველოს ეკონომიკა

ბოკერია: არსებული ვითარება მთავრობის მავნებლური პოლიტიკის შედეგია

არსებული ვითარება, ის კატასტროფა, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ეხება, არა მარტო მათ, ვისაც სესხი აქვს აღებული, ვისაც პირდაპირ დაარტყა, არამედ ყველა დანარჩენს, იმიტომ, რომ ეს მთელ ეკონომიკაზე აისახება, პირველ ყოვლისა, ეს არის შედეგი იმ სრულიად გაუაზრებელი, ხშირად მავნებლური და არაკომპეტენტური პოლიტიკის, რომელიც ამ მთავრობამ გაატარა. ტურიზმის შემცირება, რაც კრიმინალის ზრდამ და სავიზო პოლიტიკის ნაბიჯებით გამოწვეულმა შედეგმა მოიტანა. ბიუროკრატიის გაზრდა, არაკოორდინირებულობა, ეს ყველაფერი მიზეზია ამ უმძიმესი მდგომარეობის. სწორედ ამიტომ, ჩვენ სასწრაფოდ ამ პროცესის შეჩერება გვჭირება და ისეთი მთავრობის მოსვლა, რომელსაც ესმის, თუ რა გეგმა აქვს და რას გააკეთებს.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები